რეზონანსი
24.07.2020

ოკუპირებულმა აფხაზეთმა უკანონოდ დაკავებული საქართველოს სამი მოქალაქე გაათავისუფლა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ინფორმაციით, უწყებას ეს ფაქტი ცხელი ხაზის მეშვეობით დაუდასტურეს.

გათავისუფლებულ მოქალაქეებს ენგურია ე.წ გამშვებ პუნქტთან ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები ელოდებიან.

საქართველოს სამი მოქალაქე, 7 ივნისს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუჟავასა და გალის რაიონის სოფელ ლეკუხონას საზღვრის მიმდებარედ დააკავეს. ოკუპანტები ახალგაზრდებს ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ედავებოდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×