რეზონანსი
24.07.2020

23 წლის თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 143-ე, თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თის მუხლს, და­ე­მა­ტა 115-ე მუხ­ლი, რაც თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნას გუ­ლის­ხმობს. ამას­თა­ნა­ვე, ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ოჯა­ხის ად­ვო­კა­ტის, მი­ხე­ილ რა­მიშ­ვილ­მის თქმით, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის მამა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის უფ­ლე­ბა­მო­ნაც­ვლედ ცნეს.

რას ფიქ­რობს ოჯა­ხი ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე, ამ სა­კი­თხზე AMBEBI.GE-სთან ოჯა­ხის ახ­ლო­ბელ­მა თორ­ნი­კე ჭი­ჭა­ღუ­ამ ისა­უბ­რა. მისი თქმით, თუ არ შე­იც­ვლე­ბო­და კვა­ლი­ფი­კა­ცია ან არ და­ე­მა­ტე­ბო­და ახა­ლი მუხ­ლი, ოჯა­ხი და ახ­ლობ­ლე­ბი კვლავ აქ­ცი­ის გა­მარ­თვას და გზის გა­და­კეტ­ვას აპი­რებ­დნენ.

"გა­მო­ძი­ე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ვე­სალ­მე­ბით და ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ ყვე­ლა­ფე­რი სა­მარ­თლი­ა­ნად წა­რი­მარ­თე­ბა. ოჯახ­მა უმ­ძი­მე­სი დღე­ე­ბი გა­და­ი­ტა­ნა და ახ­ლაც კოშ­მარ­ში არი­ან, ჯერ­ჯე­რო­ბით სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის მი­მართ ნდო­ბის აღ­დგე­ნა­ზე ლა­პა­რა­კი რთუ­ლია, თუმ­ცა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ მამა იქ­ნე­ბა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის უფ­ლე­ბა­მო­ნაც­ვლედ ცნო­ბი­ლი, წინ გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯია.

თუ არ შეც­ვლიდ­ნენ კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას ან არ და­ა­მა­ტებ­დნენ ახალ მუხლს, ისევ გა­დავ­კე­ტავ­დით გზას. ახლა ვნა­ხოთ რას იზა­მენ, რო­გორ წა­რი­მარ­თე­ბა გა­მო­ძი­ე­ბა. ოჯა­ხი კა­ტე­გო­რი­უ­ლად გა­მო­რი­ცხავს თვით­მკვლე­ლო­ბის ვერ­სი­ას.

თა­მუ­ნამ მან­ქა­ნა და­ახ­ლო­ე­ბით 20 დღის წინ იყი­და, შერ­ჩე­ვა­ში მეც ვეხ­მა­რე­ბო­დი. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია გო­გო­ნას, რო­მე­ლიც სწავ­ლა­სა და წარ­მა­ტე­ბულ მო­მა­ვალ­ზე იყო ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, თავი მო­ეკ­ლა" - ამ­ბობს თორ­ნი­კე ჭი­ჭა­ღუა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×