
იმას, რასაც დაავადებათა კონტროლის ცენტრი - ამირან გამყრელიძე და პაატა იმნაძე აკეთებდა, მათზე უკეთესად ამ საქმეს ვერ გავაკეთებდი, - ამის შესახებ ყოფილმა ჯანდაცვის მინისტრმა, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატმა დავით სერგეენკო „პალიტრანიუსის" გადაცემაში „დღის ნიუსრუმი" განაცხადა.
მას კითხვით მიმართეს, თუ რატომ არ ჩანდა ის პანდემიის პერიოდში საჯაროდ. სერგეენკომ მისი, როგორ პერმიერის მრჩევლის ჯანდაცვის საკითხებში, მოვალეობები განმარტა.
„მოკლედ გეტყვით სამუშაოს აღწერილობას, რით ვიყავი დაკავებული. უწყებათაშორის კომისიის მუშაობაში არც საჯარო და არც არასაჯარო სივრცეში მონაწილეობა არ მიმიღია. ჩემი ამოცანა იყო უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციების, საერთაშორისო მონაცემების და საერთაშორისო ექსპერტული დასკვნების შეჯერება მინიმუმ კვირაში ერთხელ ან კვირაში რამდენჯერმე, ამ დაიჯესტის ანალიტიკური წერილების მომზადება და მისი მიწოდება პრემიერისთვის.
ბრიფინგებზე უნდა იყოს ძალიან მაღალი დონის ექსპერტი. ის ინფორმაცია, რასაც ამბობ, ძალიან კარგად უნდა იცოდე. იმას, რასაც აკეთებდა დაავადებათა კონტროლის ცენტრი - ამირან გამყრელიძე და პაატა იმნაძე, მე იმათზე უკეთესად ამ საქმეს ვერ გავაკეთებდი. რაც შეეხება ირაკლი ჩიქოვანს, ის აჟღერებდა უწყებათაშორის გადაწყვეტილებებს შეზღუდვებსა და შემსუბუქებაზე და არა საკუთრივ, ეპიდემიოლოგიურ სურათს", - განაცხადა სერგეენკო.