რეზონანსი
24.07.2020

 საქართველოში COVID-19-ის შემთხვევების მატებაა. 19 შემთხვევა იყო დღეს, გუშინწინ 24. თუ ივლისის პირველი ნახევარი მოვდიოდით დღეში 2-დან 4 შემთხვევით, ახლა ეს ციფრი გახდა ორნიშნა. ეს გვიჩვენებს, რომ შემსუბუქების და თვითკმაყოფილების ფონზე მოსახლეობამ შეიქმნა ილუზია, დაიჯერა, რომ ჩვენ კორონავირუსი დავამარცხეთ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.

„ჩვენ ვირუსი არ დაგვიმარცხებია, ის ჩვენ გვერდითაა და ცირკულირებს მოსახლეობაში და სხვადასხვა ადგილზე, სხვადასხვა დროს წამოყოფს თავს. ვითარება არაა სახიფათო, საგანგაშო და საპანიკო, მაგრამ ფრიად საყურადღებოა. ამიტომ ზომის მიღება აუცილებელია. ამიტომ ჩაიკეტა სოფელი ყარაჯალა. მიმდინარეობს გაფართოებული ტესტირება ბაზრობებზე, ასევე სხვა ბაზრობების გაფრთხილება. საჭიროა მეტი ყურადღება, პირბადის ტარების აუცილებლობა. ბაზრობებზე დადიან მეგაფონებით და ყველას აფრთხილებენ, რომ პი​რბადის ტარება აუცილებელია", - განაცხადა გამყრელიძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×