რეზონანსი
24.07.2020

თბილისში დაკარგული 15 წლის მოზარდის, ნინო ჯარიაშვილი 5 დღიანი ძებნის შემდეგ პოლიციამ იპოვა და უკვე სახლში დააბრუნა.

მოზარდის ძმის განცხადებით, მისი და სამართალდამცავებმა საცხოვრებელ სახლში დღეს დილით მიიყვანეს.

როგორც ვახო ჯარიაშვილი ამბობს, მისი და თავს კარგად გრძნობს.

„დილით მოიყვანეს სახლში. ჯერ შოკში ვარ, ვერაფერს გიპასუხებთ. მშვენიერი მდგომარეობა აქვს, თავს ბედნიერად გრძნობს. კარგად არის, მხიარულადაა. ვერ გიპასუხებთ სად იყო", - განაცხადა ვახო ჯარიაშვილმა „ინტერპრესნიუსთან" საუბრისას.

მოზარდის ძმა კომენტარს არ აკეთებს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ ნინო ჯარიაშვილს ოჯახთან ცხოვრება არ უნდა. ჯარიაშვილი არც იმას ამბობს, გამოკითხეს თუ არა სამართალდამცავებმა 15 წლის მოზარდი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×