
თამარ ბაჩალეიშვილი 16 წლის მწყემსმა იპოვა და მან ამის შესახებ ჯერ მამას შეატყობინა, რომელმაც შემდეგ პოლიცაში დარეკა. ბიჭს მწყემსობის დროს ძროხა გაექცა, მინდორში გაეკიდა და სადღაც 50 მეტრის მოშორებით ავტომობილი დაინახა. მას ტელევიზორიდან ინფორმაცია ჰქონდა, რომ გოგონას ეძებდნენ, რადგანაც ტელეფონი დამჯდარი ჰქონდა, მამასთან გაიქცა. მამამ კი პოლიციაში დარეკა.
ადგილობრივები ამბობენ, რომ სოფელში 4 მწყემსია, რომლებიც შემთხვევის ადგილას საქონელს აძოვებენ, ამიტომაც არცერთ მათგანს 4 დღის განმავლობაში ავტომობილი არ შეუმჩნევიათ.
„სოფელ ხაისში არის 4 მწყემსი, მთელი დღე ეს ხალხი საქონელს მანდ აძოვებს. კაციშვილს მაგ ადგილას მანქანა არ უნახავს. პოლიციელებიც დადიოდნენ, ტყეში, მინდორში ყველგან ეძებდნენ. მოდიოდნენ ადგილობივებთან და გვაფრთხილებდნენ რომ თუ ავტომობილს შევამჩნევდით, დაგვერეკა. პოლიცია ტყეში და მინდორში იყო გაშლილი. სად აღარ ეძებდნენ. რა თქმა უნდა, ეს ავტომობილი ახალი მოყვანილია“,-ამბობს ადგილობრივი „რეზონანსთან“.