რეზონანსი
23.07.2020

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო პროგრამების აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკ რაიანმა განაცხადა, რომ Covid-19-ის დაბალი დონის მქონე ქვეყნები კვლავ განიცდიან დაავადების პოტენციურ აფეთქებას.

მაიკ რაიანის განმარტებით, იმ ქვეყნებშიც კი, რომლებმაც ვირუსი დაამარცხეს, ყოველთვის არის იმის შესაძლებლობა, რომ დაავადების იმპორტირება მოხდება, ან დაავადება შეიძლება გავრცელდეს უხილავი კლასტერებიდან.

როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო პროგრამების აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნა, საყოველთაო კარანტინის ნაცვლად მთავრობები აფეთქების შეკავებაზე უნდა იყვნენ ფოკუსირებულნი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×