რეზონანსი
23.07.2020

სანდო წყაროს ცნობით, თამარ ბაჩალიაშვილის მანქანაში ექსპერტ-კრიმინალისტებმა მეტაპროლოლის ტარტრატი ( სავაჭრო სახელი კარდოლაქსი) იპოვეს.

ახლა გამოძიება იმის დადგენას ცდილობს , არის თუ არა აღნიშნული პრეპარატი გარდაცვლილი კუჭის მასაში და სისხლში. სწორედ ამ კითხვით მიმართა წყაროს ინფორმაციით, ექსპერტიზას გამოძიებამ.

კარდოლაქსის საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელებაა მეტოპროლოლის ტარტრატი

მისი გამოყენების ჩვენებებია: – ზომიერი და საშუალო სიმძიმის არტერიული ჰიპერტენზია (მონოთერაპია ან სხვა ჰიპოტენზიურ საშუალებებთან კომბინაციაში); – სტენოკარდიის შეტევების პროფილაქტიკა; – გულის რითმის დარღვევა (სინუსური ტაქიკარდია, პარკუჭოვანი და სუპრავენტრიკულური არითმია, მათ შორის პაროქსიზმული ტაქიკარდია, სუპრავენტრიკულური ტაქიკარდია, ექსტრასისტოლია, წინაგულების თრთოლვა და ციმციმი, წინაგულოვანი ტაქიკარდია); – მეორადი პროფილაქტიკა გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ; – ჰიპერთირეოზი (გულის შეკუმშვათა სიხშირის შესამცირებლად); – შაკიკის შეტევების პროფილაქტიკა.

იხილეთ სრულად: პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×