რეზონანსი
23.07.2020

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი რუსთავის პოლიციაში იმყოფება, სადაც მას საქმის მასალები გადაეცემა.

„როგორც გამომძიებელმა შემატყობინა, საქმის მასალები ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციას გადაეცა, შესაბამისად, ჩამოვედი, რომ გავეცნო საქმის მასალებს, გავარკვიო, რომელ გამომძიებელს გადაეცა საქმე, და გავეცნო გამოძიებაში არსებულ ყველა ნიუანსებს. კანონით მინიჭებული უფლება უნდა გამოვიყენო, რათა ამ საქმეზე დადგინდეს ობიექტური ჭეშმარიტება და გავარკვიოთ, რამ იმსხვერპლა 23 წლის გოგო“, - განაცხადა რამიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×