
გავრცელდა ინფორმაცია, რომ ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს ცხედრის ნახვა აუკრძალა. თუმცა, „აიპრესთან“ ამ ინფორმაციას სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროში უარყოფენ.
მათი თქმით, ექსპერტიზის ბიურო არის საექსპერტო დაწესებულება და არანაირი უფლება არ აქვთ ჭირისუფალს მიუთითონ, რას ნახონ და რა არა.
„მსგავს საკითხზე საუბარი არ ყოფილა, ვინაიდან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო არის საექსპერტო დაწესებულება. შესაბამისად, ექსპერტიზის გარდა, როდესაც ჭირისუფალი წაიყვანს ცხედარს, არც ჩვენ კომპეტენციაში შედის და არც გვაქვს უფლება. ჭირისუფალს შეუძლია ნახოს კიდევაც, შეუძლია ალტერნატიული ექსპერტიზა დანიშნოს, შეუძლია საზღვარგარეთ გააგზავნოს ნიმუშები. რა უფლება გვაქვს ვინმეს რამეზე მივუთითოთ და ავუკრძალოთ რამე.“ – განაცხადა „აიპრესთან ექსპერტიზის ბიუროში.