რეზონანსი
23.07.2020

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოკითხვების სერია გრძელდება. გამოკითხვაზე იუბილარი ანა გაბეჩავა და დიჯეი კოკო დაიბარეს.

დაკითხვის შემდეგ მათ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთბიათ.

ანა გაბეჩავას ადვკატი აცხადებს, რომ იუბილარს, აგარაკზე მოხმდარი ჩხუბის ამსახველი კადრები აჩვენეს.

"რა თქმა უნდა, ეს ვიდეოჩანაწერები ეკუთვნის სწორედ, იმ ღამეს, რომელიც გამოძიებას აქვს საქმის მასალებში. შესაბამისად მოხდა, ამ ვიდეოკამერების დათვარიელება. გაბეჩავამ, მოგეხსენებათ პრობლემის არსი ვერ გაითავისა ისე, თუ რა პრობლემასთან ჰქონდა საქმე და რა სირთულესთან და რა შედეგი შეიძლება დამდგარიყო, რეალურად. მან უბრალოდ იცოდა, მხოლოდ ჩხუბის შესახებ და სწორედ, ოფიციალური გაგების შემდგომ ცდილობს, გააკრვიოს, თავისი ძალებით, თავისი შესაძლებლობებით, თუ სად არის გიორგი შაქარაშვილი. რა კითხვაც დაუსვა გამოძიებამ, რეალურად გასცა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა", - ამბობს ადვოკატი, თათია მანეჟაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×