რეზონანსი
23.07.2020

ქუთაისში, შესაძლოა, ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდოს.

61 წლის ქალს, რომელსაც კორონავირუსი, დაუდასტურდა და ინფიცირების წყარო უცნობია, კონტაქტი ჰქონდა როგორც მეზობლებთან, ასევე ქუთაისის ბაზარში დასაქმებულ პირებთან, რადგანაც თავადაც იქ მუშაობდა. მოძიებულია მისი პირდაპირი და ირიბი კავშირები და საერთო ჯამში, მათი რაოდენობა 25-ია, აქედან კი, 7 მისი ოჯახის წევრია.

"საგანგაშო, ჯერჯერობით, არ გვაქვს, თუმცა საყურადღებო შემთხვევაა. ერთი შემთხვევა დაფიქსირდა, რომელიც გუშინ გამოვლინდა. ჩვენ მთელი ღამის განმავლობაში ვმუშაობდით კონტაქტების დადგენის მიზნით. უკვე გვყავს იდენტიფიცირებული დაახლოებით 25-მდე კონტაქტი, ყველა კონტაქტზე მიღებულია ზომები მათ იზოლაციასთან დაკავშირებით, პარალელურად, მიმდინარეობს ახლო კონტაქტებისაგან ნიმუშების აღება," - აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსი გოჩა გიორგაძე.  

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×