2
020 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით საქართველოში 54 ადამიანი დაიკარგა, მათგან 13 არასრულწლოვანი იყო.
ბოლო ექვს თვეში დაკარგული 54 ადამიანიდან 34 იპოვეს [8 - გარდაცვლილი], 20 ადამიანი კი ამ დრომდე ეძებენ, მათ შორისაა 3 არასრულწლოვანი.
წელს 2020 წლის ივნისამდე დაკარგულთა უმრავლესობა საქართველოს მოქალაქე იყო, 1 - ნიდერლანდების, 1 - რუსეთის და 1 - თურქეთის. შსს-ს სტატისტიკის თანახმად, მათგან ორი, ნიდერლანდებისა და თურქეთის მოქალაქე, გარდაცვლილი იპოვეს.
ეს მხოლოდ ექვსი თვის სტატისტიკაა.
უგზო-უკვლოდ დაკარგულთა რაოდენობა გაცილებით უფრო დიდია, თუ დროის უფრო დიდ ინტერვალს ავიღებთ. შს სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისათვის [1973-2020 წწ] საქართველოში 986 ადამიანი იძებნება.