რეზონანსი
23.07.2020

საქართველომ ისედაც სასწაულს მიაღწია შესაბამისი სტრუქტურების ალბათ ძალიან გამორჩეული და კარგი საქმიანობით. ახლა მთლად იმდენს ვერ აღწევს საქართველო, რომ კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ იყოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში დადასტურებული შემთხვევების ზრდა, გასაკვირი არ არის, თუნდაც იმიტომ, რომ ქვეყანაში რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან სატვირთო ავტომანქანების მძღოლებს უწევთ შემოსვლა.

ცერცვაძემ იმ შესაძლო მიზეზებზეც ისაუბრა, რის გამოც ბოლო დღეებში კორონავირუსის შემთხვევების ზრდა ფისქირდება. იგი აცხადებს, რომ ერთ-ერთი მიზეზი, მოსახლეობის მიერ ყურადღების მოდუნებაც იყოს.

„ადამიანის ფსიქოლოგია ისეა მოწყობილი, რომ რაც უნდა არწმუნო, შეახსენო, როდესაც ხედავს, რომ რეალურად საფრთხე არ ჩანს, გამოვიდნენ, დაიწყეს შეკრებები, ნორმალური ცხოვრება, ძალიან ჩქარა დაუბრუნდნენ ამას, დადიან კურორტებზე, ისვენებენ სასტუმროებში, დაუბრუნდნენ საქმიანობას, შეიძლება, 100%-ით არა, მაგრამ თითქმის 100-ით და არცერთი მათგანი არ ხდება ავად, ბუნებრივია, მოდუნდა. შესაძლოა, ეს ცალკეული შემთხვევები მათ გამოსაფხიზლებლად სასარგებლოც იყოს, რომ კოვიდი არსად წასულა, მსოფლიოში რჩება და რჩება გაძლიერებული ფორმით, მხოლოდ საქართველოა გამონაკლისი", - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×