
სვანეთში დაკარგული 13 წლის ბიჭის ინტენსიური ძებნა უკვე მეექვსე დღეა გრძელდება. სამძებრო ოპერაციაში 45 მაშველი და ვერტმფრენია ჩართული.
მოზარდს მაშველებთან ერთად ნათესავების ეძებენ. 13 წლის ილის ფილფანი ველოსიპედით სასეირნოდ გავიდა სახლიდან და აღარ დაბრუნებულა.
ილია ფილფანი ყაზახეთის მოქალაქეა. ის ალმათიდან ზამთრის თვეებში ჩამოვიდა დასასვენებლად მამის ნათესავებთან, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო უკან ყაზახეთში ვეღარ დაბრუნდა.
მოზარდის დედის განცხადებით, მისი შვილის ერთ-ერთი საყვარელი საქმიანობა ველოსიპედით სეირნობა იყო.
"ზუსტად ვიცი, რომ არავისთან არ ჰქონდა ურთიერთობა, რადგან ქართული ენა არ იცის, მეგობრები არ ჰყოლია. 13 წლისაა. უკვე დაეწყო გარდატეხის ასაკი მთელი თავისი სირთულეებით, როგორიც ამ პერიოდში აქვთ მოზარდებს. არ გამოვრიცხავთ, რომ ეს მისი თავისებური პროტესტი იყოს, და რომ სადღაც იმალება", - განაცხადა მოზარდის დედამ "sputnik-georgia"-ს.