
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა თეთრისწყაროს ტყეში 16 წლის მწყემსმა ორუჯ მუსაევმა იპოვა. ამის შესახებ ინფორმაციას "ნიუპოსტი" ავრცელებს.
არასრულწლოვანის დედა ამბობს, რომ მისმა შვილმა ავტომობილი იცნო, თუმცა მანქანასთან ახლოს არ მისულა.
"მამამისი თერთრიწყაროში მიდიოდა, როცა დაურეკა ორუჯმა და უთხრა, მანქანა ვნახე ტყეშიო. მერე პოლიციის თანამშრომლებს დაურეკა. იმათმა ნომერი უთხრეს, ჩემმა შვილმა დაუდასტურა, რის შემდეგაც უთხრეს, რომ ავტომობილთან ახლოს არ მისულიყვნენ. ჩემი შვილი მაქნასთან არ მისულა, არც გვამი უნახავს.
პოლიციამ უკვე დაკითხა. მათაც უთხრა, რომ ტელევიზით მოისმინა ავტომობილის აღწერილობა და იცნო"- ამბობს მწყემსის დედა.