რეზონანსი
23.07.2020

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილს მეგობარი გოგონას თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავს და ამბობს, რომ "მსგავს თემაზეც კი არ საუბრობდა არასოდეს".

მეგობრები გოგონას იხსენებენ და ამბობენ, რომ მხოლოდ სწავლასა და განვითარებაზე ფიქრობდა.

"ერთმანეთი საფრანგეთში გავიცანით, როცა სასწავლებლად აქ ჩამოვიდა. ორი წლის წინ შემთხვევით "მაკდონალდში" შევხვდით. მახსოვს, წიგნით იყო მოსული "მაკდონალდში" და თან კითხულობდა. ძალიან კარგი ადამიანი იყო. მხოლოდ სწავლასა და განვითარებაზე ფიქრობდა. მეტი განვითარებისთვის იბრძოდა, რომ მეტს მიეღწია ცხოვრებაში, ამიტომ თვითმკვლელობას გამოვრიცხავ 100%-ით. მსგავს თემაზეც კი არ საუბრობდა არასოდეს. სუიციდის მიმართ დამოკიდებულებაც კი არ ჰქონია", - განუცხადა "რეგიონულ კვირას" თამარის მეგობარმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×