
მმართველ პარტიაში არ ადასტურებენ ინფორმაციას, რომელის თანახმადაც "ქართული ოცნების" სიაში თემურ აბაზოვი იქნება.
"ძალიან მოკლედ გიპასუხებთ, დარწმუნებით მინდა გითხრათ, რომ ეს საკითხი არც განხილულა, არც განიხილება და საერთოდ არავის დაუყენებია დღის წესრიგში", - განაცხადა ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა.
ჟურნალისტების დაზუსტებაზე, რომ ინფორმაცია თავად აბაზოვმა დაადასტურა, იონათამიშვილი ამბობს, რომ მან შეკითხვას უკვე უპასუხა და სხვა კომენტარს საკითხზე არ გააკეთებს.
მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი აცხადებს, რომ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" პროპორციულ სიაში იქნება. რომელ ნომრად იქნება სიაში აბაზოვი ჯერ გადაწყვეტილი არაა.