რეზონანსი
23.07.2020

მომღერალ პაატა ბურჭულაძის შვილი, შუქრი ბურჭულაძე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი მის კომპანიაში იყო დასაქმებული.

როგორც „ინტერპრესნიუსს" შუქრი ბურჭულაძემ განუცხადა, „ეს არის ტყუილი, ცრუ ინფორმაცია".

როგორც შუქრი ბურჭულაძე ამტკიცებს, „თამარ ბაჩალიაშვილს საერთოდ არ იცნობდა".

„ცხოვრებაში არ გვინახავს, ამ ქალბატონთან არანაირი კავშირი არ გვქონია არც მე და არც ჩემი კომპანიიდან არავის. როგორც ტელევიზიიდან ვიცი, „ზეგის" ოფისი მდებარეობს იგივე სადარბაზოში, სადაც ჩვენ გვაქვს ნაქირავები ოფისი. „ზეგი" მდებარეობს მე-2 სართულზე, ჩვენ კი მე-4 სართულზე ვართ. არანაირი კავშირი არ გვაქვს. სამი წელია, რაც ოფისი ვიქირავეთ და ამ სამი წლის განმავლობაში არანაირი კავშირი არ გვქონია „ზეგის" ოფისთან. ისეთი ოფისია, რომელსაც არაფერი აწერია კარებზე, თუ რა ოფისია, როგორია და ა.შ. თავისთვის იყვნენ, შედიოდნენ და გადიოდნენ. რა თქმა უნდა, ჩვენც არანაირ კავშირზე არ გავდიოდით, რადგან ამის არანაირი საჭიროება არ იყო", - განაცხადა შუქრი ბურჭულაძემ.

რაც შეეხება მის კომპანიას, როგორც შუქრი ბურჭულაძე განმარტავს, კომპანიას ჰქვია შ.პ.ს „ემ ეს ჯგუფი" და ის საინფორმაციო-სარეკლამო SMS-ის გამგზავნი კომპანიაა.

„SMS ჰაბი ვართ. საერთოდ არანაირი კავშირი და შეხება არ გვქონია არც ამ გოგოსთან და არავისთან მაგ ოფისიდან. არ ვიცი, ვის როგორ აწყობს ამ საქმის ამგვარად წაყვანა. ტროლების მსხვერპლი ჩვენ ვართ. პირიქით, აქეთ გვიტევენ ტროლები ყოველთვის", - განაცხადა შუქრი ბურჭულაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×