რეზონანსი
23.07.2020

გიორგი შაქარაშვილის ბიძამ, ადვოკატმა მირიან ნიკოლაძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, ტრაგიკული ღამის სცენარზე ისაუბრა:

“გიორგი ყველაზე წინ გარბოდა, გამოეკიდენ “ქამრიდან” გადმოსული გამოძახებული ბრიგადის წევრები, ჩაყვნენ ბოლომდე, ამირხანაშვილმა მოახერხა ბუჩქებში ჩახტომა, ასევე ახვლედიანი ხევში დაიმალა და გიორგის ჩაყვნენ ხიდის ძირამდე. ხიდის ძირიდან იწყება ფერდობი, რომელიც გადის მდინარე არაგვის სანაპიროზე. ეს ნაძირლები ჩაყვნენ, გაუსწორდნენ ფიზიკურად და ჯერ კიდევ ცოცხალ მდგომარეობაში მყოფი ბავშვი ჩააგდეს მდინარეში. რთული სათქმელია შეიძლება დაახრჩვეს და ისე გაატანეს წყალს, შეიძლება “მოიშორეს” როგორც დასტური ჩადენილი დანაშაულის. ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის განზრახ მკვლელობა” – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×