რეზონანსი
23.07.2020

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5 დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი მწყემსმა იპოვა. ახალგაზრდა პროგრამისტის საქმე არაერთ კითხვას ბადებს. ვერსია ბევრია, თუმცა ოჯახი ერთადერთს - თვითმკვლელობას გამორიცხავს. როგორც გარდაცვლილი გოგონას მამა აცხადებს, თამარს ოჯახთან პრობლემები არასდროს ჰქონია, ჟურნალისტებთან იგივეს ჰყვებიან ოჯახის ახლობლებიც.

თამარ ბაჩალიაშვილის მამა კონკრეტულ ვერსიაზე საუბრობს. მისი თქმით, გოგონა მოტყუებით წაიყვანეს სახლიდან და მოკლეს. მამა მომხდარს თამარის სამსახურს უკავშირებს და ამბობს, რომ შესაძლოა ახალგაზრდა პროგრამისტი მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობდა და მისი მოკვლის მიზეზი სწორედ ეს გახდა.

საინტერესოა "ინფო რუსთავის" მიერ აეროგადაღების კამერით დაფიქსირებული ფოტომასალა. სურათზე ხედავთ, რომ ავტომობილი, რომელშიც გარდაცვლილი გოგონა ნახეს, შემთხვევის ადგილზე ცენტრალური გზიდან არ შესულა. გარდა ამისა, გოგონა 5 დღეა რაც დაკარგულია და ავტომობილის კვალი შემთხვევის ადგილიდან ჯერ კიდევ არ გამქრალა.

23 წლის გოგონა საკუთარი ავტომობილის უკანა სავარძელში, მწოლიარე მდგომარეობაში ნახეს. მას თან აღმოაჩნდა ცარიელი წამლების შეკვრა. პრეპარატების რა ნაირგვარობასთან გვაქვს საქმე, ეს ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ასევე ოჯახის ახლობლის თქმით, ესაა წნევის წამლები, რომელსაც ბაჩალიაშვილი ბოლო პერიოდში ხშირად მოიხმარდა. ასევე, გარდაცვლილი ახალგაზრდას მანქანაში აღმოჩენილია წერილებიც.

ინფორუსთავი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×