რეზონანსი
22.07.2020

არავის არ ჰქონდეს განცდა, რომ საქართველოში დაუსჯელობის სინდრომი არსებობს. არავის არაფერი არ უნდა შერჩეს, – ამის შესახებ ტრაგიკულად გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე მისი ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა “ტვ პირველის” გადაცემაში “საჯარო პოლიტიკა” განაცხადა.

მისი თქმით, ყველას მიწიდან ამოთხრის, ვინც ამ უკანონობის დამკანონებელია საქართველოში.

“მე მინდა მედიას მივმართო დიდი თხოვნით, რასაც კი გაიგებთ ყველაფერი შემატყობინეთ. იმიტომ, რომ დიდი საქმე გააკეთეს შაქარაშვილის საქმეში. ინფორმაციის საჯაროობა ერთია, მაგრამ ყველას გვერდით ვიქნები მე ყოველთვის. არავის არ მოერიდოს ჩემთან. თუ რამეს გაიგებთ, შემატყობინეთ. მეც ბევრი კითხვები მექნება, თქვენც თუ გექნებათ კითხვები და რაიმე ინფორმაცია მეც მომაწოდეთ. ყველაფერს გავაკეთებ, რომ არავინ არ დარჩეს დაუსჯელი. ყველა დაისჯება ისე, რომ არავის არ ჰქონდეს განცდა, რომ საქართველოში დაუსჯელობის სინდრომი არსებობს. არავის არაფერი არ უნდა შერჩეს. მიწიდან ამოვთხრი ვინც არ უნდა იყოს, ვინც ამ უკანონობის დამკანონებელია საქართველოში. არავის არაფერი არ შერჩება”, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×