რეზონანსი
22.07.2020

2020 წლის 22 ივლისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, არად ბენკოსთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში არსებულ მზარდ დინამიკაზე ისაუბრეს, რომელიც წარმატებით ვითარდება, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. მინისტრმა მადლობა გადაუხადა ელჩს საქართველოსა და ავსტრიას შორის ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. საუბრისას აღინიშნა ბოლო წლებში განხორციელებული მაღალი დონის ვიზიტები, ასევე, მიმდინარე წლის დასაწყისში თბილისში გამართული ავსტრიის ევროპისა და საერთაშორისო საქმეთა სამინისტროს რეგიონული ამბასადორიალი. მინისტრმა და ელჩმა ორ ქვეყანას შორის არსებული მრავალწლიანი ურთიერთობების მაგალითად განსაკუთრებით გამოყვეს ავსტრიული პაციფისტის, ბერტა ფონ ზუტნერის მემკვიდრეობას და ხაზი გაუსვეს მის განსაკუთრებულ როლს ხალხთაშორისი კავშირების შემდგომ განმტკიცებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×