რეზონანსი
22.07.2020

თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიებაში უკრაინელი ექსპერტი გალინა კარმუშინა ჩაერთვება. ამის შესახებ ცენტრ „ემპათიის" ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, გალინა კარმუშინა გამოძიებაში ოჯახის ადვოკატის თხოვნით ჩაერთვება.„ოჯახის ადვოკატის თხოვნით, ჩვენგან ჩაერთვება სასამართლო- სამედიცინო ექსპერტი გალინა კარმუშინა, ჩვენ მოვითხოვთ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან მისი ლიცენზიის აღიარებას. შემდგომში უკვე ჩვენ განვიხილავთ იმ სტრატეგიას, რითაც ჩაერთვება ცენტრი „ემპათია".

წინასწარ ვერაფერს გეტყვით, უნდა ჩატარდეს ექსპერტიზები და უნდა გავეცნოთ სისხლის სამართლის საქმის მასალებს. ჯერჯერობით დამატებითი ცნობები არ გვაქვს, ვაგვარებდით ტექნიკურ საკითხებს და წინასწარ ვერაფერს გეტყვით", - განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა „მთავარი არხის" ეთერში.

სრულად იხილეთ: პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×