რეზონანსი
22.07.2020

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსის მარინა ენდელაძის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის მეორე ტალღა უფრო მძიმე იქნება, ვიდრე პირველი იყო.

„ზოგადად უკვე შეიმჩნევა, რომ სერიოზული ზრდა იქნება და მე ვფიქრობ, მეორე ტალღამ შეიძლება პირველს გადააჭარბოს, თუ ჩვენი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა არ იქნება.

ბოლო პერიოდში, ძალიან გავთამამდით და მოსახლეობას ჰგონია, რომ ეს დაავადება ნაკლებად მძიმე დაავადებაა. თუ ასე გვავაგრძელეთ, დამერწმუნეთ ეს გამოიწვევს საგანგაშო შედეგს. ის, რომ ჩვენ ასეთი კარგი სტატისტიკა გვქონდა, თუნდაც 16 გარდაცვლილი, ძალიან კარგი სტატისტიკაა, ეს არის ყველას დამსახურება, ვინც წესებს იცავდა, ამასთან ეპიდემიოლოგების და მთავრობის," - განაცხადა დღის კურიერში" მარინა ენდელაძემ.

ცნობისთვის, ბოლო 1 კვირაში საქართველოში კოვიდინფიცირების 87 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×