რეზონანსი
22.07.2020

ავტომანქანაში, სადაც 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი იპოვეს, სამართალდამცველებმა ამოიღეს მის მიერ ოჯახისთვის დატოვებული წერილი.„ანაბარზე თანხაა, გამოიყენეთ", - წერია ოჯახის მიმართ დატოვებულ წერილში.

ამასთანავე, ავტომანქანიდან ამოღებულია სხვადასხვა ტიპის მედიკამენტი.

ამოღებული ნივთმტკიცებულებების შესახებ „პრაიმტაიმი" შსს-ს დაუკავშირდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში არ აკონკრეტებენ, რა სახის მტკიცებულებებზეასაუბარი.

შეგახსენებთ, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილს 18 ივლისიდან ეძებდნენ. ახალგაზრდა ქალი თბილისში სახლიდან საკუთარი ავტომობილით გავიდა და მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა. მისი მანქანა დღეს თეთრიწყაროში მწყემსმა იპოვა.

სრულად იხილეთ: პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×