რეზონანსი
22.07.2020

გარდაბანში მოსახლეობის ნაწილი ტესტირებაზე უარს ამბობს, რამაც შესაძლოა რეგიონის ჩაკეტვა გამოიწვიოს. სახელმწიფოს და ჯანდაცვას ერთადერთი ბერკეტი ასეთ დროს ახალი პრევენციული ზომების მიღებაა - ამის შესახებ "დღის კურიერის" ეთერში ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული პალატის დირექტორმა მარინა ენდელაძემ ისაუბრა. მან ასევე მარნეულის შესაძლო ჩაკეტვაზე და იმ საშიშროებაზე ისაუბრა, რაც მოსახლეობას ელის.

მისი თქმით, თუ რეგიონში არ ჩაიტარებენ ადგილობრივები ტესტირებას საკმაოდ მძიმე შედეგი დადგება.

"ტესტირებაზე უარის თქმა ძალიან მძიმე შედეგებამდე მიგვიყვანს. გარდაბანში ძალიან შეგნებული ხალხია და სწორედ შეგნებულად უნდა მიუდგნენ ამ საკითხსაც ადამიანები.

გარდაბანში თუ ტესტირებები ვერ ჩატარდება, ჩაიკეტება იქაურობა, რადგან იქ ძალიან ბევრია ინფიცირებული და შესაძლოა ასე ძალიან გავრცელდეს ვირუსი," - განაცხადა მარინა ენდელაძემ "დღის კურიერში".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×