რეზონანსი
22.07.2020

"კურიერმა" გარდაცვლილი 23 წლის გოგოს, თამარ ბაჩალიაშვილის და მისი ხელმძღვანელის მიმოწერა მოიპოვა, რომელშიც ბაჩალიაშვილი გუნდის ხელმძღვანელს სთხოვს, დირექტორთან უშუამდგომლოს და მისი სამსახურიდან წასვლის მიზეზები აუხსნას. საუბარში იკვეთება, რომ გოგონას პრობლემები აქვს და რაღაც თემაზე ნერვიულობს.

"ხუთშაბათს მოგვწერა, რომ გადაწყვიტა წასულიყო სამსახურიდან და ჩვენც ვუპასუხეთ, გასაგებიათქო. შაბათს უკვე დაიკარგა. მანამდე ჰქონდა ნათქვამი, რომ მუშაობდა სხვაგანაც, თან სწავლობდა პარალელურად და დრო არ რჩებოდა ბევრი, რადგან ჩვენთანაც 8 საათი მუშაობდა ყოველდღიურად. ნათქვამი ჰქონდა, რომ ერჩივნა სწავლა დაემთავრებინა და მერე დაეწყო მუშაობა," - განაცხადა კომპანია "ზეგ"-ის მენეჯერმა ნიკოლოზ გეჯაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×