რეზონანსი
22.07.2020

კომპანიაში, სადაც გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო.

კომპანია „ზეგ"-ის ოფისში სამართალდამცველები მივიდნენ. ისინი შენობაში ისე შევიდნენ, რომ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.

შპს „ზეგ"-ის დირექტორმა, თამარ კობერიძემ გარდაცვლილი თამარ ბაჩალეიშვილის პოვნამდე განცხადება გაავრცელა.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ხუთი დღის წინ დაკარგული 23 წლის გოგოს სამძებრო სამუშაოებში დღეს ვერტმფრენები და მყვინთავები ჩაერთვნენ. ამას წინ უძღოდა დაკარგული გოგოს ოჯახისა და ახლობლების საპროტესტო აქცია.

ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტიც ჩაერთვება.

თბილისში, ქვემო ფონიჭალაში მცხოვრები თამარ ბაჩალიაშვილი ვიდეოკამერებმა ბოლოს სოფელ ხაიშთან დააფიქსირეს. გოგო ნაცრისფერი ჰუნდაის მარკის მანქანით გადაადგილდებოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×