რეზონანსი
22.07.2020

 „ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის დრამატულმა თეატრმა“ პანდემიის პირობებში შეწყვეტილი სპექტაკლები განაახლა და ერთგულ მაყურებელს ღია ცის ქვეშ ეზოში უმასპინძლა. თეატრალიზირებული საღამო დაახლოებით 2 საათის განმავლობაში გაგრძელდა. „ჯორჯიან მანგანეზის“ მხარდაჭერით თეატრის ეზოს კედელი მოიხატა და ღია სივრცის კეთილმოწყობისთვის საჭირო ინვენტარის უზრუნველყოფა მოხდა.

სასიამოვნო გარემოში თეატრის მსახიობებმა და მოწვეულმა სტუმრებმა მაყურებლებს სხვადასხვა სახის პერფორმანსი ორიგინალურად შესთავაზეს. სცენაზე მაყურებლის წინაშე ჭიათურის დრამატული თეატრის მსახიობების გარდა, პოეზიის საღამოთი მსახიობი მაკა შალიკაშვილი და სიმღერების კრებულით „კვარტეტი ჭიათურა“ წარსდგა.

„ჯორჯიან მანგანეზი“ მსგავსი ღონისძიებების მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×