
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2020 წლის ივნისის თვეში საქართველოში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტმა შეადგინა 3,8 ათასი ტონა, რაც 0,3 ათასი ტონით ანუ 8,6%-ით მეტია მაისის თვის მაჩვენებელთან (3,5 ათასი ტონა) შედარებით და 1,5 ათასი ტონით ანუ 65,2%-ით - გასული წლის ივნისის თვის მაჩვენებელთან (2,3 ათასი ტონა) შედარებით. მათ შორის, იმპორტის 94,7% განხორციელდა რუსეთის ფედერაციიდან.
მიმდინარე წლის იანვარ-ივნისის თვეების განმავლობაში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტმა შეადგინა 21,3 ათასი ტონა, რაც 7,3 ათასი ტონით ანუ 52,1%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (14,0 ათასი ტონა). მათ შორის, იმპორტის 95,3% განხორციელდა რუსეთის ფედერაციიდან.