რეზონანსი
22.07.2020

ადგილზე, სადაც ხუთი დღის წინ დაკარგული თამარ ბაჩალიაშვილი საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს, მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები. გარდაცვლილი ავტომობილის უკანა სავარძელზე ესვენა.

ტერიტორია, სადაც 23 წლის პროგრამისტის ავტომობილი იპოვეს, ტრასასთან საკმაოდ ახლოს მდებარეობს და გაურკვეველია, რატომ ვერ მოხერხდა აქამდე მისი პოვნა. გავრცელებული ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოებში დრონებსაც იყენებდნენ, რაც საქმეში დამატებით კითხვებს აჩენს.

შემთხვევის ადგილას, ექსპერტ-კრიმინალისტების გარდა, მხოლოდ გარდაცვლილის მამა და ძმა შეუშვეს.

მამის თქმით, საგამოძიებო ღონისძიებების წარმომადგენლებმა განუცხადეს, რომ დღეს მოხერხდა 23 წლის გოგოს კომპიუტერის გახსნა და როგორც აღმოჩნდა, მას საკმაოდ სერიოზული პრობლემები ჰქონდა.

შეგახსენებთ, რომ ბაჩალიაშვილი კიბერუსაფრთხოების ექსპერტი გახლდათ და ერთ-ერთი ვერსიით, მისი გარდაცვალება სწორედ სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×