რეზონანსი
22.07.2020

ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის სამედიცინო დირექტორის, მაია ჩხაიძის განცხადებით, 3 წლის ბავშვი, რომელიც პეტრე იბერის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულიდან გადმოვარდა მართვითი სუნთქვიდან მოხსნეს.

ექიმის თქმით, ბავშვს მრავლობითი სახის დაზიანებები ჰქონდა და 4 ოპერაცია ჩაუტარდა.შეგახსენებთ, რომ 3 ივლისს, თბილისში, პეტრე იბერის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულიდან 3 წლის ბავშვი გადმოვარდა.

გამოძიება სსკ-ს 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×