რეზონანსი
22.07.2020

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, ბოლო დღეებში კოვიდინფიცირების გაზრდილ სტატისტიკას გამოეხმაურა. „ყოველთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, ჩაშლა და კონკრეტიკა, საიდან და რისგან შედგება ეს ციფრები. აქედან გამომდინარე მდგომარეობა არის საყურადღებო, თუმცა არა საგანგაშო", - აღნიშნა ტიკარაძემ.

„რა თქმა უნდა, დღევანდელი რიცხვი საყურადღებოა, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს რომ ეს პროცესი კონტროლირებადია ჩვენი მხრიდან. აქ არის 10 კონტაქტი, რომელიც აღმოჩენილია უკვე იმ წინა კოვიფინფიცირებულებისგან რომლებიც ამ დღეებში გვყავდა. მნიშვნელოვანია, რომ 7 კონტაქტი არის იმპორტირებული კოვიდინფექცია. მნიშვნელოვანია ასევე, რომ ამ 24 ინფიცირებულიდან 5 მძღოლია, რომელიც არის დაფიქსირებული ინფექციით. მხოლოდ ორ შემთხვევაში საჭიროებს კიდევ დამატებით კვლევას, თუ ვინ არიან ამ ინფიცირებულების კონტაქტები, რაც ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს", - აღნიშნა ტიკარაძემ.

მინისტრმა განმარტება ბაზრობებზე შექმნილ ვითარებაზეც გააკეთა. „ბაზრობასთან მიმართებაში მნიშვნელოვანია, ის რომ ჩვენ ვიწყებთ უკვე შერჩევით ტესტირებას ბაზრობაზე დასაქმებული პირების, ასევე საღამოს გაიმართება დამატებითი შეხვედრა, სადაც ჩვენ მივიღებთ კონკრეტულ გადაწყვეტილებას, იმის შესახებ, თუ რა მიდგომა იქნება ბაზრობასთან მიმართებაში და ასევე იმ რეგიონთან მიმართებაში სადაც ეპიდსიტუაცია არის მნიშვნელოვნად საყურადღებო", - აღნიშნა ტიკარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×