რეზონანსი
22.07.2020

თბილისის მერია მუნიციპალური და კერძო სასაფლაოების მოწესრიგების მიზნით საკანონმდებლო ცვლილებებს ამზადებს, ამის შესახებ დღეს თბილისის მერმა ქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

„მინდა შევეხო ერთ პრობლემურ საკითხს, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში არსებობს, ამ კუთხით უნდა მოხდეს სიტუაციის მოწესრიგება. თემა ეხება სასაფლაოებს, როგორც კერძოს, ისე მუნიციპალურს. ამ მიმართულებით გვქვს სრული ქაოსი. იმიტომ რომ ხშირად ხდება შემთხვევები, სასაფლაოების მოწყობა, მოვლა-პატრონობის წესების დარღვევა, რაზეც არანაირი სანქციები არ არსებობს. ასევე ხდება უკანონოდ მიწების დატაცება და საფლავებისთვის ხდება კონკრეტული მიწის ნაკვეთების გამოყენება. ეს შეიძლება იყოს კერძო საკუთრება ან მუნიციპალიტეტის მიწები", - განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, ეს ყველაფერი უნდა მოწესრიგდეს. „ასევე ხშირია საფლავს ზედა ნაგებობის უნებართვო მოწყობა. უკანონო კონსტრუქციების შემთხვევები, ეს ყველაფერი რომ მოწესრიგდეს ამისთვის მნიშვნელოვანია საკანონმდებლო ცვლილებები რასაც ვამზადებთ, რომლის ინიცირებაც პარლამენტში უახლოეს მომავალში მოხდება", -აღნიშნა კალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×