რეზონანსი
22.07.2020

ვფიქრობ, მთავარი ისაა, რომ მსგავსი შემთხვევები არ წარმოადგენს იშვიათობას, როდესაც ამერიკელი, გადასახადის გადამხდელი გასცემს ფულს მოკავშირე ქვეყნების დასახმარებლად, ისინი იმსახურებენ ცოდნას იმის შესახებ, რომ მათი ფული იმ მიზნით იხარჯება, რა მიზანიც მათ აქვთ, – ამის შესახებ რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ადამ კინზინგერმა „ქრონიკასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„ვიცი, რომ ამ საკითხმა დიდი ყურადღება მიიპყრო საქართველოში, მაგრამ, მარტივად რომ ავხსნათ, ეს ნიშნავს, რომ ფული, რომელიც ამერიკელმა, გადასახადების გადამხდელებმა გაიღეს, იხარჯება ჩვენი და ქართველი ხალხის ღირებულებების დასაცავად.

არ ვფიქრობ, რომ თუ ამ პირობის სერთიფიცირება მოხდება, ეს დიდ პრობლემას შექმნის, თუმცა, სრულებით არ ველოდები, რომ საქართველოსთვის გამოყოფილი საგარეო დახმარების 15% შეჩერდება.

ვიცი, რომ საქართველოში მხარეები თავიანთი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ ამ თემას, თუმცა მე ვიტყვი, რომ ჩვენს ქვეყნებს ძლიერი პარტნიორობა აკავშირებთ, რომელიც მომავალშიც გაგრძელდება. 

ეს არაა სანქციები, მეტიც, საქართველოსთან მიმართებით, სანქციების გამოყენებაზე საუბრები არასდროს გამართულა, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ბლოგს, რომელიც ამ თემაზე წავიკითხე“, – განაცხადა კონგრესმენმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×