რეზონანსი
22.07.2020

რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. „ინფო რუსთავი“-ს ცნობით, მოტოციკლი და „მერსედესი“-ს მარკის ავტომობილი ერთმანეთს დაეჯახნენ.

მოტოციკლს 15 წლის გოგონა მართავდა. ავარიის შედეგად მოტოციკლისტი მსუბუქი ავტომობილის საქარე მინაზე თავით შეეჯახა. გოგონას თავზე ჩაფხუტი ეხურა თუმცა მან სახის არეში გარკვეული დაზიანებები მაინც მიიღო.

არასრულწოვანი სასრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა „კლინიკა რუსთავში“ გადაიყვანა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა სტაბილური.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×