რეზონანსი
21.07.2020

დაკარგული თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახმა გზა გადაკეტა. ამ წუთებში ქვემო ფონიჭალის დასახლებაში, ბაჩალიაშვილის ოჯახი და მეზობლები აქცია მართავენ. ისინი პოლიციას და გამოძიებას არასათანადო მუშაობაში ადანაშაულებენ.

გარდა ამისა, დაკარგული გოგონას ოჯახი საქმის მასალებზე წვდომას ითხოვს. ამ დროისათვის ოჯახს დაზარალებულის სტატუსი არ აქვს, არ ჰყავს ადვოკატი და შესაბამისად, არ აქვს საქმის მასალებზე წვდომაც.

ოჯახი ითხოვს სამართალდამცველებმა სამძებრო სამუშაოების მიმდინარეობისას, საქმის კურსში ჩააყენონ და წვდომა ჰქონდეთ კამერებისა და სატელეფონო ჩანაწერებზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×