რეზონანსი
21.07.2020

თუ შეგიძლია სწორი მენეჯმენტით COVID-19 მართო, შეძლებ ეკონომიკის აღდგენასაც, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა POSTV-ის ეთერში განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ეს ორი საკითხი მჭიდროდაა დაკავშირებული ერთმანეთთან.

„ბოლო პერიოდია, ხშირად ისმის - ან კოვიდთან ბრძოლა ან ეკონომიკის გადარჩენა. თუ ჩავუღრმავდებით და გავაანალიზებთ, ვნახავთ, რომ იქ, სადაც კოვიდთან ბრძოლა ნაკლებად ეფექტური იყო, სადაც არის მაღალი სიკვდილიანობა და მაღალი ინფიცირება, დროთა განმავლობაში ეკონომიკა იქ კიდევ უფრო ზარალდება. შესაბამისად, ამოცანა არის კოვიდთან ბრძოლა, მისი მაქსიმალურად შეკავება იმისთვის, რომ უკეთ შევძლოთ ეკონომიკის აღდგენა“, - აღნიშნა მან.

მისი თქმით, წლის ბოლომდე, საქართველო საერთაშორისო პარტნიორებისგან მიიღებს 1,5 მილიარდ დოლარს.

„ამ თანხებით შევავსებთ იმ დანაკლისს, რაც ბიუჯეტს აქვს შენელებული ეკონომიკიდან და შემცირებული გადასახადებიდან. აღნიშნული სახსრებით ფინანსდება ის ღონისძიებები, რომელსაც მთავრობა ახორციელებს, ვგულისხმობ, სოციალური დახმარების პაკეტებს როგორც მოსახლეობისთვის, ასევე, ბიზნესის სხვადასხვა სექტორის მხარდამჭერის პროგრამებს, მაგრამ სამომავლოდ, პასუხი კითხვაზე - საიდან უნდა მოვიტანოთ ფული? არის ეკონომიკის სწრაფი აღდგენა, იმ დინამიზმის ხელახლა შექმნა, რაც ქვეყანის ეკონომიკას ჰქონდა, მაგალითად, 2019 წელს“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×