რეზონანსი
21.07.2020

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ავტობუსში მძევლების აყვანის ფაქტს ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა. ამის შესახებ უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა ივან ბაკანოვმა განაცხადა.

მისი თქმით, ამჟამად ანტიტერორისტული ცენტრის თანამშრომლები აკეთებენ ყველაფერს, რათა მძევლები, რაც შეიძლება, სწრაფად გათავისუფლდნენ.

„ვითარება მოითხოვს ყველა სამართალდამცავი სტრუქტურის შეთანხმებულ მოქმედებას. ჩვენ მუდმივ კონტაქტში ვართ. ეს პროცესები, როგორც წესი, არ არის საჯარო და საზოგადოების ყველა კითხვას შევძლებთ მას შემდეგ ვუპასუხოთ, რაც ყველა მძევალი სრულიად უსაფრთხოდ იქნება. ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ“ , - განაცხადა ბაკანოვმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×