რეზონანსი
21.07.2020

“ძირითადად ხელისუფლებამ ეფექტურად იმოქმედა. თუნდაც იმით, რომ ექიმებს დაუჯერა. “კოვიდის” მიმართულებით ხელისუფლებას ნამდვილად შეიძლება პოზიტიური მიმართულება მივცეთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამის გარდა ხელისუფლების საქმე სხვა არაფერი არ არის. გახარია არ არის მთავარი ეპიდემიოლოგი და ძალიან სამწუხაროა, რომ გუშინ მთავარი ეპიდემიოლოგიც – ბატონი გამყრელიძეც, ბატონი ცერცვაძე და ბატონი იმნაძეც იყვნენ “ოცნების” შეკრებაზე. ისინი არ არიან პარტიული აქტივისტები და იმიტომ. ეს არ იყო ხელისუფლების ღონისძიება, თუ კონსტიტუციას და კანონს მივყვებით, ეს იყო პარტიული ღონისძიება. დიდი პატივისცემა როგორც პროფესიონალებს, მაგრამ როგორც მოქალაქეებმა მათ დაუშვეს შეცდომა, ისინი არ უნდა ყოფილიყვნენ “ოცნების” პარტიულ შეკრებაზე”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×