რეზონანსი
21.07.2020

ქუთაისში 30 წლის ქალის მკვლელობის საქმეზე დაკავებულს ბრალი წარედგინა.

ბრალდებულის ადვოკატის, ესმა ნორაკიას ინფორმაციით, საქმეზე ბრალი გადაკვალიფიცირდა. დაკავებულს ბრალი სსკ-ის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებებში განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობას. ადვოკატის თქმით, დაკავებული არ ეთანხმება ბრალს და თავს დამნაშავედ არ ცნობს.

სასამართლო პროცესი ბრალის წარდგენიდან 24 საათში ჩაინიშნება. ჯერჯერობით უცნობია, დააყენებს თუ არა დაცვის მხარე გირაოს შუამდგომლობას.

ესმა ნორაკია დანაშაულის მოტივთან დაკავშირებით გავრცელებულ ვერსიას ეთანხმება და ამბობს, რომ მიზეზი ეჭვიანობა არ ყოფილა. რაც შეეხება გარდაცვლილის მეუღლის შესაძლო მონაწილეობას საქმეში, ადვოკატი ამ ინფორმაციას არ ადასტურებს.

გარდაცვლილის ოჯახი დღეს დაზარალებულად ცნეს და დაცვის მხარეს საქმის მასალები გადაეცა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×