რეზონანსი
21.07.2020

უკრაინის ქალაქ ლუცკში ავტობუსის სიახლოვეს, რომელშიც მძევლები იმყოფებიან, კიდევ ერთი აფეთქების ხმა გაისმა. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.

მათი ინფორმაციით, ტერორისტმა ხელყუმბარა ისროლა. მამაკაცი ამ გზით ცდილობს მისი მოთხოვნების სტიმულირებას.

„სოციალური ახალი ამბების პირველი არხის" ინფორმაციით, დამნაშავემ ინფორმაციის გადაცემის არხად, სწორედ ეს მედიასაშუალება აირჩია.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, ავტობუსთან რამდენიმე აფეთქების ხმა გაისმა. კერძოდ, აფეთქდა სამი ასაფეთქებელი პაკეტი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×