რეზონანსი
21.07.2020

გლდანელებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, ვის აირჩევენ - კანდიდატს, რომელიც გააკეთებს პოლიტიკას გლდანელებისთვის, თუ კანდიდატს, რომელიც არჩევნების შემდეგ გლდანიდან გაუჩინარდება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნიკა მელია განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების" კანდიდატს არ აინტერესებს პოლიტიკა.

„შევდივარ მის მდგომარეობაში, მას არ აინტერესებს პოლიტიკა. ეს გლდანელების შეურაცხყოფაა. მოსახლეობას აქვს კონტრასტული არჩევანი: ან ენერგია, ცოდნა, კვალიფიკაცია ან გაუჩინარება", - განაცხადა მელიამ.

მისივე თქმით, მმართველ პარტიას გლდანში არცერთი ხმის მოპარვის საშუალებას არ მისცემს.

„ჩემი აქ, მაჟორიტარ კანდიდატად ყოფნა გარანტიაა, რომ რაც არ უნდა მოინდომონ, შედეგებს ვერ გააყალბებენ", - აცხადებს ნიკა მელია.

„ქართული ოცნების" გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან კობიაშვილია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×