რეზონანსი
21.07.2020

საქართველოსა და საფრანგეთის დედაქალაქებს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 8 აგვისტოდან განახლდება. აღნიშნულის თაობაზე უკვე დასრულდა ტექნიკური მოლაპარაკებები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და „ეარ ფრანსს" (Air France) შორის.

„წამყვანი ფრანგული ავიაკომპანია ფრენებს კვირაში ორი სიხშირით, შემდეგი განრიგით განახორციელებს:

პარიზი (შარლ დე გოლის აეროპორტი) - თბილისი, ყოველ ოთხშაბათს და შაბათს;

თბილისი-პარიზი (შარლ დე გოლის აეროპორტი), ყოველ ხუთშაბათსა და კვირას", - აცხადებენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.

რეგულარული რეისები „ეარბას" A320 და A321 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×