რეზონანსი
21.07.2020

მოწოდება მოსახლეობისადმი რჩება იგივე, რომ ჩვენ უნდა ვისწავლოთ კორონავირუსულ ინფექციასთან თანაცხოვრება, რამეთუ ის არ გაქრება არც რამდენიმე დღესა და თვეში. მას დიდიხნის მომავალი აქვს. სულ მცირე ერთი წლის, ვიდრე წამალი ან სპეციფიკური ვაქცინა არ შემუშავდება. ამიტომ დღეს მთავარ იარაღად რჩება სოციალური დისტანცირება, ნიღბის ტარება და ხალხმრავალი თავშეყრის ადგილებისთვის თავის არიდება და რაც მ​თავარია, პირადი და საზოგადო ჰიგიენის დაცვა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში ეპიდსიტუაციის გაუარესება დასაშვებია. „მთელ მსოფლიოში გლობალურად ეპიდსიტუაცია უარესდება.ბოლო სამი კვირის განმავლობაში, ყოველდღიურ შემთხვევათა რიცხვი 200 ათასს აღემატება. რაც არ ყოფილა გაზაფხულზე, პანდემიის დაწყებისას და შემდგომი განვითარებისას. დღეს უკვე 15 მილიონს მიუახლოვდა შემთხვევათა რიცხვი მთელ მსოფლიოში. და რაც მთავარია, ზრდა არის ამერიკის კონტინენტის და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ხარჯზე. ევროპაში ტენდენცია უფრო დამშვიდებისკენ მიდის. არასახარბიელოა სიტუაციაა ჩვენ ირგვლივ მყოფ ქვეყნებში. ვისთანაც ჩვენ საზღვრები გვაქვს. ასევე საკმაოდ დაიძაბა სიტუაცია ცენტრალური აზიის ქვეყნებში. მხედველობაში მაქვს ყაზახეთი, უზბეკეთი, ტაჯიკეთი, ყირგიზეთი. ზოგადად მდგომარეობა გლობალურად და რეგიონალურად, დამშვიდებისკენ არ მიდის", - აღნიშნა გამყრელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×