რეზონანსი
21.07.2020

კორონავირუსის მე-16 მსხვერპლის ოჯახის ყველა წევრი ინფიცირებულია.

"კურიერმა" გაარკვია, რომ ისინი ლილოსა და დინამოს მიმდებარე ბაზრობებზე მუშაობდნენ, შესაბამისად კონტაქტების წრე საკმაოდ ფართოა.

ეპიდემიოლოგები, ამ დროისთვის ცდილობენ ზუსტად გაარკვიონ, რამდენ ადამიანთან ჰქონდათ მათ შეხება. ამ კლასტერში ინფიცირების წყარო უცნობია, რაც მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს.

ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ გარდაცვლილის ოჯახის წევრების კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

"სამწუხაროდ ინფიცირებულები არიან გარდაცვლილის ოჯახის წევრები, თუმცა მათი კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ყველა იმ სამედიცინო პერსონალთან, ვისაც შეხება ჰქონდა პაციენტთან, გაფართოებული ტესტირება ჩატარდა. საბედნიეროდ, ამ ეტაპამდე ყველა უარყოფითია,"- აცხადებს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×