რეზონანსი
21.07.2020

„დღეს ჯანდაცვის სფეროსთვის, სამინისტროსთვის და მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვან პრეზენტაციას წარმოგიდგენთ. სასწრაფო გადაუდებელი დახმარების სამსახურის ავტოპარკი სრულად განახლდება. გადაეცემა 60 ახალი გადაუდებელი სასწრაფო დახმარების მანქანა, რომელიც ევროსტანდარტებით არის აღჭურვილი", -ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, დღეს თბილისში რესპუბლიკის მოედანზე გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გამართული ავტოპარკი უზრუნველყოფს მოსახლეობის სიცოცხლის და ჯანმრთელობის უსაფრთხოებას, ყველაზე საჭირო მომენტში. „ამ გადაწყვეტილებით, მნიშვნელოვნია, რომ იმ გმირებს, რომლებმაც არაერთხელ გვაჩვენეს, რომ შეუძლიათ სხვისი სიცოცხლის გადარჩენა, სამუშაო პირობები გაუუმჯობესდეთ", - აღნიშნა ტიკარაძემ.

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, 2014 წლიდან დღემდე, ამ სამსახურმა 262 მანქანა შეიძინა. „2020 წელს მოვახდინეთ ამ მანქანების ნაწილობრივი ჩანაცვლება. წელს 141 მანქანა ჩანაცვლდა და გაუმჯობესდა ამ სამსახურის ავტოპარკი", - აღნიშნა ტიკარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×