რეზონანსი
21.07.2020

ზუგდიდში ავტოავარიის შედეგად დაშავებული ქალის მდგომარეობა სტაბილურია. ამის შესახებ ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის კლინიკური მენეჯერი საუბრობს.

მისი ინფორმაციით, ქალი, რომელსაც ქალა ტვინის ტრავმა, თავის ტვინის დაჟეჟილობა, სისხლჩაქცევები და მოტეხილობები აღენიშნებოდა, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია მოთავსებული.

არსებული ინფორმაციით, ქვეითად მოძრავ ქალს წალენჯიხის პოლიციის მაღალჩინოსანი დაეჯახა. მომხდარზე გამოძიებას საქართველოს პროკურატურა 276-ე მუხლით აწარმოებს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×