რეზონანსი
21.07.2020

კორონავირუსისთ ინფიცირებული 2 ახალი შემთხვევის წყარო უცნობია და კონტაქტების მოძიება ხდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.

მისივე თქმით, კორონავირუსით ინფიცირების 10 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი, რომელთაგანაც 5 დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტია, სამი - შემოტანილი შემთხვევაა და მათგან ერთი სატვირთოს მძღოლია, ხოლო ორი საკარანტინო სივრცეებში დაფიქსირდა.

ეზუგბაიას განცხადებით, კოვიდცენტრებში დღეისთვის სულ 168 პაციენტი მკურნალობს. გამოჯანმრთელებულთა პროცენტული რაოდენობა კი 86%-ს შეადგენს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×